მთავარი » ენერგეტიკა » ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა. 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნავთობისა და/ან გაზის კომერციულად მნიშვნელოვანი დადასტურებული მარაგები რუსეთს, თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და აზერბაიჯანს აქვს. ამიტომაც, ამ ქვეყნების მიმართ ენერგო იმპორტიორი ქვეყნებისა და კომპანიების ინტერესი არ ნელდება.

ნავთობის მარაგები

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნავთობის ყველაზე დიდი მარაგები რუსეთს აქვს, რომელიც მსოფლიო ნავთობის მარაგების 6.4%-ს (109.5 მლრდ ბარელი) აკონტროლებს. რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდ მარაგებს ყაზახეთი ფლობს – 1.8% (30 მლრდ ბარელი), აზერბაიჯანის მარაგები კი, მხოლოდ 0.4%-ია (7 მლრდ ბარელი). ნავთობის მცირე მარაგები აქვთ თურქმენეთსა და უზბეკეთს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კი, ნავთობის კომერციულად მნიშვნელოვანი მარაგები არ აქვთ. მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მარაგებს ვენესუელა (17.6%) და საუდის არაბეთი (15.6%) ფლობენ.

რუსეთის ნავთობის ძირითადი საბადოები

რუსეთის ნავთობის ძირითადი საბადოები

centralasia_energy

ცენტრალური აზიის ენერგორესურსების განაწილება

გაზის მარაგები

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გაზის ყველაზე დიდი მარაგები, ისევე როგორც ნავთობის, რუსეთს აქვს, რომელიც მსოფლიო გაზის მარაგების 17.3%-ს (32.3 ტრილიონი მ3) აკონტროლებს. რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდ მარაგებს თურქმენეთი ფლობს – 9.4% (17.5 ტრილიონი მ3). სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მარაგები შედარებით მოკრძალებულია: აზერბაიჯანი – 0.6%, უზბეკეთი – 0.6%, ყაზახეთი 0.5%, უკრაინა – 0.3%. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გაზის კომერციულად მნიშვნელოვანი მარაგები არ აქვთ. მსოფლიოში გაზის ყველაზე მეტ მარაგებს ირანი ფლობს – 18.0% (33.5 ტრილიონი მ3), ასევე მნიშვნელოვანი მარაგები აქვს ყატარს – 13.0% (24.3 ტრილიონი მ3).

რუსეთის გაზის ძირითადი საბადოები

რუსეთის გაზის ძირითადი საბადოები

ქვანახშირის მარაგები

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ქვანახშირის ყველაზე დიდ მარაგებს რუსეთი ფლობს, რომელიც მსოფლიო ქვანახშირის მარაგების 14.1%-ს აკონტროლებს. მნიშვნელოვანი მარაგები აქვთ უკრაინას (3.0%) და ყაზახეთს (2.2%), უზბეკეთს კი – 0.1%. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ქვანახშირის უმნიშვნელო მარაგები აქვთ. მსოფლიოში ქვანახშირის ყველაზე დიდ მარაგებს აშშ (22.1%) და ჩინეთი (21.4%) ფლობენ.

2035 წლის პროგნოზი

არსებული პროგნოზებით გლობალურ ენერგო მოხმარებაში განახლებადი ენერგორესურსების (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) წილის ზრდის მიუხედავად, გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა 2035 წლისთვის მაინც მზარდი იქნება და შესაბამისად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ენერგორესურსები გლობალურ ენერგო ბაზარზე მიმზიდველობას შეინარჩუნებენ.

გამოყენებული წყარო: „BP Statistical Review of World Energy“, June 2017, 66th edition.


%(count)s კომენტარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: