მთავარი » პოსტსაბჭოთა ქვეყნები
Category Archives: პოსტსაბჭოთა ქვეყნები
2021 წლის მთავარი მოვლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
2021 მძიმე წელი იყო მსოფლიოსთვის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი წელი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რამაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, როდესაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ხელის აღება მოსთხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო თამაშები შემდეგი წლისთვისაც აქტუალური იქნება. არაერთი არჩევნები ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყნებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დაპირისპირება მცირე მასშტაბებით წელსაც გაგრძელდა, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმაც გამოიყენეს.
ომი და არჩევნები: 2020 პოსტსაბჭოთა სივრცეში
2020 წელს კორონავირუსის პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 2021 წელს არაერთი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეცვლის. ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში არჩევნებს არ ჩაუვლია რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშეც. თუმცა, წლის მთავარ მოვლენად უდავოდ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი იქცა.
იხილეთ სტატია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2020 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სტატია 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
კირილიცა VS ლათინური: „ლინგვისტური ბრძოლა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: რეგიონული პრიორიტეტები
2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. (more…)
საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაურები
საბჭოთა საქართველოს მართვას სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველ მდივანთან ერთად მთავრობის მეთაურიც უზრუნველყოფდა, რომელსაც საბჭოთა საქართველოს არსებობის წლებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, მათ შორის სახალხო კომისარიის საბჭოს თავმჯდომარისა (1922–1946 წლები) და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის (1946–1990 წლები) სახელით. საბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე 18 პირველი მდივანი და 16 მთავრობის მეთაური ჰყავდა. ამ საკითხზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, წინამდებარე სტატია არ არის შეცდომებისგან დაზღვეული და ამიტომაც, სტატია პერიოდულად განახლდება.
საბჭოთა საქართველოს ლიდერები
საბჭოთა საქართველოს ფორმალურ მმართველად საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველი მდივანი ითვლებოდა, თუმცა რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კრემლში იღებდნენ. პირველი მდივნის კანდიდატურასაც კრემლში არჩევდნენ. საბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე 18 პირველი მდივანი ჰყავდა. (more…)
მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ზოგადი მიმოხილვა)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ეთნიკური უმცირესობების მზარდი მიგრაციული ტენდენციების ფონზე, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სატიტულო ერის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა. (more…)