მთავარი » რუსეთი

Category Archives: რუსეთი

რუსული (Think) ტანკები: გრანდ ნარატივები

ავტორი: ნიკა ხომერიკი

რუსული „Think Tank“-ების კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საყოველთაო ნარატივების შექმნა, მათი არგუმენტირება, ადვოკატირება,  ნარატივების შემდეგი გაფართოება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებისთვის ამ ნარატივების მორგება. მოცემული ნარატივები სწორედ იმის გამოა საყოველთაო, რომ ისინი ხსნის ან/და ამართლებს არა ერთ კონკრეტულ მოვლენას, არამედ რუსეთის ფედერაციის მთელ პოლიტიკას.

(more…)

რუსული „Think Tank“-ების მოკლე მიმოხილვა

ავტორი: ნიკა ხომერიკი

„Think Tank“-ებს უწოდებენ ანალიტიკურ ცენტრებს, კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ, საუბრობენ და წერენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სოციალურ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ სტრატეგიაზე, ეკონომიკაზე, სამხედრო საქმეზე, ტექნოლოგიასა თუ კულტურაზე. დასავლეთის სახელმწიფოებში მოქმედი ანალიტიკური ცენტრებიდან ბევრი ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი.

(more…)

2021 წლის მთავარი მოვლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2021 მძიმე წელი იყო მსოფლიოსთვის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი წელი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რამაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, როდესაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ხელის აღება მოსთხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო თამაშები შემდეგი წლისთვისაც აქტუალური იქნება. არაერთი არჩევნები ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყნებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დაპირისპირება მცირე მასშტაბებით წელსაც გაგრძელდა, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმაც გამოიყენეს.  

(more…)

ომი და არჩევნები: 2020 პოსტსაბჭოთა სივრცეში

2020 წელს კორონავირუსის პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 2021 წელს არაერთი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეცვლის. ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში არჩევნებს არ ჩაუვლია რუსეთის აქტიური  მონაწილეობის გარეშეც. თუმცა, წლის მთავარ მოვლენად უდავოდ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი იქცა.

იხილეთ სტატია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2020 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სტატია 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

რუსეთის სამხედრო ძალების როლი დონბასის ჰიბრიდულ ომში

2013-2014 ევრომაიდანის კრიზისმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთში წამოწყებული ომით გაგრძელდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2014 წლის მარტის ყირიმის მოვლენები მოიცავდა სამხედრო მოქმედების აქამდე უცნობ სახეს, სადაც საინფორმაციო პროპაგანდა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.

(more…)

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: რეგიონული პრიორიტეტები

2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი  რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. (more…)

საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“

ბოლო პერიოდში უკრაინასა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მთავარი მონაწილე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვია. არსებული კვლევების, ჰაკერული გზით მოპოვებული სურკოვის მიმოწერის, სურკოვის ვიზიტების, განცხადებებისა და შეხვედრის ფოტოების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მაღალი ალბათობით განვაცხადოთ, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სურკოვი და მისი გუნდი წარმართავს. (more…)

პუტინის რუსეთი: ბრძოლა საწამლავით

საწამლავს ქვეყნის მმართველების, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურებისა თუ ზოგადად არასასურველი პირების მოსაშორებლად უძველესი პერიოდიდან იყენებენ. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მკვლელობას მოწამლული სიგარის ან შოკოლადის საშუალებითაც გეგმავდნენ. სხვადასხვა სახის საწამლავს დღემდე აქტიურად იყენებენ რუსული სპეცსამსახურები. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არაერთი პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი გაურკვეველ ვითარებაში, მათ შორის, სავარაუდოდ, სხვადასხვა საწამლავის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. პუტინის უშიშროების სამსახურებმა ბრძოლის მეთოდები საბჭოთა წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, რომლებიც პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ საწამლავის გამოყენებას მეცნიერულადაც კი სწავლობდნენ.

(more…)

„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)

რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.

(more…)