Category Archives: უზბეკეთი

2021 წლის მთავარი მოვლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2021 მძიმე წელი იყო მსოფლიოსთვის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი წელი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რამაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, როდესაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ხელის აღება მოსთხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო თამაშები შემდეგი წლისთვისაც აქტუალური იქნება. არაერთი არჩევნები ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყნებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დაპირისპირება მცირე მასშტაბებით წელსაც გაგრძელდა, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმაც გამოიყენეს.  

(more…)

ომი და არჩევნები: 2020 პოსტსაბჭოთა სივრცეში

2020 წელს კორონავირუსის პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 2021 წელს არაერთი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეცვლის. ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში არჩევნებს არ ჩაუვლია რუსეთის აქტიური  მონაწილეობის გარეშეც. თუმცა, წლის მთავარ მოვლენად უდავოდ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი იქცა.

იხილეთ სტატია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2020 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სტატია 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

შავქათ მირზიაევი: უზბეკეთის ახალი პრეზიდენტი

2016 წლის 4 დეკემბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შავქათ მირზიაევმა ამომრჩევლების ხმების 88.61% მიიღო. დამოუკიდებელი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ მირზიაევი მიიჩნეოდა. მირზიაევი ისლამ კარიმოვისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა და ითვლება, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, იგი კარიმოვის ოჯახის აქტივების დაცვის საუკეთესო გარანტორი იქნება.

(more…)

ისლამ კარიმოვის ეპოქის დასასრული: ვინ იქნება უზბეკეთის მეორე პრეზიდენტი

უზბეკეთის მთავრობის განცხადებით, 2016 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი. კარიმოვის გარდაცვალებით დამოუკიდებელი უზბეკეთის ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. თუ ვინ იქნება კარიმოვის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტი, ქვეყნის გავლენიან ჯგუფებსა და კლანებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

(more…)

ყარაყალპაკეთი: ეთნიკური დაპირისპირების კერა უზბეკეთში

პოსტსაბჭოთა პერიოდში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს რუსეთი საკუთარ მეზობლებზე ზეწოლისთვის იყენებდა. მსგავსი საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტი მოსკოვმა გამოიყენა საქართველოს, მოლდავეთის, აზერბაიჯანისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის კერები, მომავალში სხვა ქვეყნებშიც ქმნის რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობას. ამ მხრივ, გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ყაზახეთში, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ტაჯიკეთი, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უზბეკეთში. აღნიშნულ სტატიაში ყარაყალპაკეთში სეპარატიზმის საკითხს განვიხილავთ. (more…)

გულნარა კარიმოვა: უზბეკი „პრინცესას“ გზა ოლიმპიდან შინაპატიმრობამდე

უზბეკი „პრინცესა“, დიპლომატი, დიზაინერი, ბიზნესმენი, იუველირი, მომღერალი, პოეტი – ყველა ეს ერთი ადამიანი, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გულნარა კარიმოვაა. ერთ დროს პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიჩნეული გულნარა, დღეს შინაპატიმრობაში იმყოფება, რომელსაც აღარც საკუთარი ოჯახი წყალობს და არც საერთაშორისო მედია და სამართალდამცავები. სტატიაში უზბეკი „პრინცესის“ ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს და ამჟამინდელ მდგომარეობას განვიხილავთ.

(more…)

უზბეკური კლანები: ბრძოლა ისლამ კარიმოვის მემკვიდრეობისათვის

2015 წლის 29 მარტს უზბეკეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში, 1989 წლიდან უზბეკეთის უცვლელმა ლიდერმა, ისლამ კარიმოვმა გაიმარჯვა (ბოლოს კარიმოვმა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა). მან, ტრადიციულად, ხმების უმრავლესობა – 90% მიიღო. თუმცა, კარიმოვის მორიგი „წარმატების“ მიუხედავად, მისი არჩევა მრავალ კითხვას აჩენს მისი მემკვიდრის შესახებ, მაშინ როდესაც პრეზიდენტს 30 იანვარს 77 წელი შეუსრულდა და ინფორმაცია მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. უზბეკური ოპოზიციური მედია პერიოდულად იტყობინება კარიმოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მაშინ როდესაც ოფიციალურად მსგავსი ფაქტების დადასტურება არ ხდება.

(more…)