მთავარი » Posts tagged 'აზერბაიჯანი'
Tag Archives: აზერბაიჯანი
კასპიის ზღვის სტატუსი და მისი გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე
კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.
აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა პოსტსაბჭოთა პერიოდში
თანამედროვე აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მთავარი კონტურები ჰეიდარ ალიევის მმართველობის დროს გამოიკვეთა, თუმცა მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ აიაზ მუტალიბოვისა და განსაკუთრებით აბულფაზ ელჩიბეის მმართველობის პერიოდებიც, რომლებიც პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანს ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ ტრანზიტულ პერიოდებში მმართავდნენ.
კირილიცა VS ლათინური: „ლინგვისტური ბრძოლა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა. (more…)
აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“
აზერბაიჯანული ნავთობის პირველი ექსპორტი XIX საუკუნეში განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება დაიწყო. (more…)
სომხეთ-აზერბაიჯანის „ოთხდღიანი ომი“: შედეგების მოკლე მიმოხილვა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1988 წელს დაწყებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. შემდგომ წლებში, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაპირისპირება არ შეწყვეტილა, თუმცა, ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება 2016 წლის 2-5 აპრილს გაიმართა. ოთხდღიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სრულმასშტაბიანი ომისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავდა, ისტორიაში „ოთხდღიანი ომის“ სახელით შევიდა. „ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანმა სომხების მიერ ოკუპირებული მიწების მცირე ნაწილი დაიბრუნა, რაც სომხეთის მიერ სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელო დანაკარგად შეფასდა.
(more…)
აზერბაიჯანი: ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები
1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. აზერბაიჯანი ენერგო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე გაზრდილი სამხედრო ხარჯებით ცდილობს სომხეთთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, სომხეთი კი, თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობით ცდილობს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებას.
მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი I)
საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის რესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ იმ ძირითად მილსადენებს განვიხილავთ, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში კი, ცენტრალური აზიის მილსადენებს განვიხილავთ.