მთავარი » Posts tagged 'თურქმენეთი'

Tag Archives: თურქმენეთი

კასპიის ზღვის სტატუსი და მისი გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე

კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.

(more…)

კირილიცა VS ლათინური: „ლინგვისტური ბრძოლა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

(more…)

ცენტრალური აზიის მილსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გამოწვევები

საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონის გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეს უკვე არა მარტო რუსეთში, არამედ ირანსა და ჩინეთშიც ხორციელდება. თუმცა, ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირებაა. (more…)

ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა.  (more…)

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი II)

საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის  ენერგორესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ის ძირითადი მილსადენებია განხილული, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში, ცენტრალური აზიის ძირითადი საექსპორტო მილსადენებია განხილული.

(more…)