მთავარი » Posts tagged 'კლანები'
Tag Archives: კლანები
უზბეკური კლანები: ბრძოლა ისლამ კარიმოვის მემკვიდრეობისათვის
2015 წლის 29 მარტს უზბეკეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში, 1989 წლიდან უზბეკეთის უცვლელმა ლიდერმა, ისლამ კარიმოვმა გაიმარჯვა (ბოლოს კარიმოვმა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა). მან, ტრადიციულად, ხმების უმრავლესობა – 90% მიიღო. თუმცა, კარიმოვის მორიგი „წარმატების“ მიუხედავად, მისი არჩევა მრავალ კითხვას აჩენს მისი მემკვიდრის შესახებ, მაშინ როდესაც პრეზიდენტს 30 იანვარს 77 წელი შეუსრულდა და ინფორმაცია მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. უზბეკური ოპოზიციური მედია პერიოდულად იტყობინება კარიმოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მაშინ როდესაც ოფიციალურად მსგავსი ფაქტების დადასტურება არ ხდება.