მთავარი » Posts tagged 'კონვენცია'
Tag Archives: კონვენცია
კასპიის ზღვის სტატუსი და მისი გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე
კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.