მთავარი » Posts tagged 'ლევონ ტერ-პეტროსიანი'
Tag Archives: ლევონ ტერ-პეტროსიანი
გენოციდის საკითხი სომხეთის საგარეო პოლიტიკაში
სომხური გენოციდი დაერქვა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში. 7 წლის მანძილზე ოსმალეთის მთავრობის ხელმძღვანელობით 1.5 მილიონამდე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და განდევნა განხორციელდა. გენოციდის დაწყების პირობითი თარიღია 1915 წლის 24 აპრილი. ამ დღეს ოსმალეთის ხელისუფლებამ 270-მდე სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენელი და საზოგადო მოღვაწე შეკრიბა, დააპატიმრა და განდევნა კონსტანტინოპოლიდან (დღევანდელი სტამბოლი).