მთავარი » Posts tagged 'პოსტსაბჭოთა'
Tag Archives: პოსტსაბჭოთა
პოსტსაბჭოთა ქვეყნების სრული და მოკლე სახელწოდებები
სტატიის მიზანია პოსტსაბჭოთა პოლიტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელწოდებების გამოყენების შესახებ ურჩიოს.
„პოსტსაბჭოთა სივრცე“ VS „ახლო საზღვარგარეთი“
1991 წელს სსრკ–ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიების აღსანიშნად პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეები სხვადასხვა ტერმინებს იყენებენ: „პოსტსაბჭოთა“ [post-Soviet], პოსტსოციალისტური“ [post-Socialist], „პოსტიმპერიული“ [post-imperial], „პოსტკოლონიური“ [post-colonial], „ახლო საზღვარგარეთი“ [near abroad], ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები [former Soviet republics], „დსთ–ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრი ქვეყნები“, „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები“ [the New Independent States] და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა ორმა ტერმინმა: „პოსტსაბჭოთა სივრცე“ და „ახლო საზღვარგარეთი“, მოიპოვა. ტერმინებს შორის მრავალწლიანი „ბრძოლა“კი, „პოსტსაბჭოთა სივრცის“ „გამარჯვებით“ დასრულდა.