მთავარი » Posts tagged 'უკრაინა'
Tag Archives: უკრაინა
რუსეთის სამხედრო ძალების როლი დონბასის ჰიბრიდულ ომში
2013-2014 ევრომაიდანის კრიზისმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთში წამოწყებული ომით გაგრძელდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2014 წლის მარტის ყირიმის მოვლენები მოიცავდა სამხედრო მოქმედების აქამდე უცნობ სახეს, სადაც საინფორმაციო პროპაგანდა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: დიდი რელიგიური განხეთქილების დასაწყისი
14 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ღიად განაცხადა, რომ იგი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთის ეკლესიის პრევენციული ნაბიჯების მიუხედავად, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ალბათობა მაღალია, რაც მართლმადიდებელ სამყაროში გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს. (more…)
უკრაინა: გადამწყვეტი ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
2014 წელს უკრაინაში განვითარებული „ევრომაიდნის“ მოვლენების, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შედეგად, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 2018 წელს განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შესაქმნელად კიდევ უფრო გამწვავდება, რაც არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში გამოიწვევს დაპირისპირებას, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაც გახდება.
ყირიმის საკითხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში
2014 წელს უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავება მოჰყვა. აღნიშნული ქმედება უკრაინაში საკუთარი ტერიტორიის ანექსიად შეაფასეს, რუსეთში კი – ისტორიული სამართლიანობის აღდგენად.
რუსული სეპარატიზმის საფრთხე ყაზახეთში
ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების შემდეგ დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ კიდევ რომელმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ შეიძლება მიიპყროს კრემლის ყურადღება. ამ მხრივ, რუსეთთან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, საფრთხის წინაშეა ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: რეგიონული პრიორიტეტები
2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. (more…)
საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“
ბოლო პერიოდში უკრაინასა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მთავარი მონაწილე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვია. არსებული კვლევების, ჰაკერული გზით მოპოვებული სურკოვის მიმოწერის, სურკოვის ვიზიტების, განცხადებებისა და შეხვედრის ფოტოების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მაღალი ალბათობით განვაცხადოთ, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სურკოვი და მისი გუნდი წარმართავს. (more…)
ჩერნობილის კატასტროფა
1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ–ში, საბჭოთა კავშირში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე, 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას. 2016 წელს ამ მოვლენიდან 30 წელი გავიდა.
„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)
რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.