მთავარი » Posts tagged 'უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო'

Tag Archives: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო

Advertisements

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: დიდი რელიგიური განხეთქილების დასაწყისი

14 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ღიად განაცხადა, რომ იგი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთის ეკლესიის პრევენციული ნაბიჯების მიუხედავად, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ალბათობა მაღალია, რაც მართლმადიდებელ სამყაროში გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს. (more…)

Advertisements

უკრაინა: გადამწყვეტი ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის

2014 წელს უკრაინაში განვითარებული „ევრომაიდნის“ მოვლენების, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შედეგად, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 2018 წელს განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შესაქმნელად კიდევ უფრო გამწვავდება, რაც არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში გამოიწვევს დაპირისპირებას, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაც გახდება.

(more…)