მთავარი » Posts tagged 'ყირგიზეთი'
Tag Archives: ყირგიზეთი
ანკლავები ცენტრალურ აზიაში
ცენტრალური აზია ხუთ სახელმწიფოს – ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს – მოიცავს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამ სახელმწიფოებს სტრატეგიული პარტნიორობის დიდი პოტენციალი აქვთ. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ანკლავებთან დაკავშირებული უთანხმოებები არათუ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას აფერხებს, არამედ, რიგ შემთხვევებში, სასაზღვრო რეგიონებში მშვიდობიან თანაცხოვრებას უშლის ხელს და ძალადობრივ დაპირისპირებას წარმოშობს.
კირილიცა VS ლათინური: „ლინგვისტური ბრძოლა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.