მთავარი » Posts tagged 'ჩინეთი'
Tag Archives: ჩინეთი
შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია: ორგანიზაციის ფორმირება და განვითარების ეტაპები
„შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (შემოკლებით, „შთო“) არის რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ზრუნავს თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ სფეროებში. „შთო“ აერთიანებს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. გარდა ამისა, მისი 4 წევრი ქვეყანა – რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და პაკისტანი წარმოადგენს ოთხ ბირთვულ ძალას, ხოლო ორგანიზაციის ტერიტორია მოიცავს ევრაზიის კონტინენტის 3/5-ზე მეტს.
ცენტრალური აზიის მილსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გამოწვევები
საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონის გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეს უკვე არა მარტო რუსეთში, არამედ ირანსა და ჩინეთშიც ხორციელდება. თუმცა, ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირებაა. (more…)
მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი II)
საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ის ძირითადი მილსადენებია განხილული, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში, ცენტრალური აზიის ძირითადი საექსპორტო მილსადენებია განხილული.