Advertisements

კირილიცა VS ლათინური: „ლინგვისტური ბრძოლა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2018 წლის 20 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ლათინური გრაფიკის საფუძველზე ყაზახური ენის დამწერლობის ახალი ვერსია დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით ყაზახეთი უარს ამბობს კირილიცას გამოყენებაზე. ამ მხრივ ყაზახეთი არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კირილიციდან ლათინურ დამწერლობაზე გადასვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. დამწერლობის შეცვლა, რომელიც, ერთი შეხედვით, ლინგვისტური საკითხია, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

(more…)

Advertisements

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: დიდი რელიგიური განხეთქილების დასაწყისი

14 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ღიად განაცხადა, რომ იგი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთის ეკლესიის პრევენციული ნაბიჯების მიუხედავად, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ალბათობა მაღალია, რაც მართლმადიდებელ სამყაროში გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს. (more…)

უკრაინა: გადამწყვეტი ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის

2014 წელს უკრაინაში განვითარებული „ევრომაიდნის“ მოვლენების, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შედეგად, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 2018 წელს განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შესაქმნელად კიდევ უფრო გამწვავდება, რაც არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში გამოიწვევს დაპირისპირებას, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაც გახდება.

(more…)

ცენტრალური აზიის მილსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გამოწვევები

საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონის გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეს უკვე არა მარტო რუსეთში, არამედ ირანსა და ჩინეთშიც ხორციელდება. თუმცა, ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირებაა. (more…)

ყირიმის საკითხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში

2014 წელს უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავება მოჰყვა. აღნიშნული ქმედება უკრაინაში საკუთარი ტერიტორიის ანექსიად შეაფასეს, რუსეთში კი – ისტორიული სამართლიანობის აღდგენად.

(more…)

რუსული სეპარატიზმის საფრთხე ყაზახეთში

ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების შემდეგ დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ კიდევ რომელმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ შეიძლება მიიპყროს კრემლის ყურადღება. ამ მხრივ, რუსეთთან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, საფრთხის წინაშეა ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს.

(more…)

ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა.  (more…)