Post-Soviet Watch ელექტრონული ჟურნალია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას და ანალიზს გთავაზობთ. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა, არამედ საბჭოთა და სხვა ისტორიულ პერიოდებსაც მოიცავს, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გასააზრებლად. სტატიები საინფორმაციო და ანალიტიკური ხასიათის არის და ნაკლებად აქვს პრეტენზია აკადემიურობაზე. ელექტრონული ჟურნალის უპირველესი მომხმარებლები პოსტსაბჭოთა პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტები არიან.
ჟურნალი დაინტერესებულ მკითხველს პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების შესახებ ელექტრონული ჟურნალის ავტორების რეკომენდებულ წიგნების ჩამონათვალსაც სთავაზობს.