სტატიის მიზანია პოსტსაბჭოთა პოლიტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელწოდებების გამოყენების შესახებ ურჩიოს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგიერთი გეოგრაფიული ერთეულის ქართულენოვანი სახელწოდების ორთოგრაფიულად არასწორი და/ან რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული. ბოლო გამოცემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოგრაფიული სახელების ქართულენოვან ვარიანტებს გვთავაზობს, 1987 წელს გამოვიდა, კერძოდ, „საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (თბილისი, 1987, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გეოგრაფიული სახელწოდებების განახლებული ორთოგრაფიული ლექსიკონი აღარ გამოცემულა. დღეს მედიისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან პერიოდულად გაიგებთ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელის სხვადასხვა ვარიანტს: მაგ. ბელორუსია/ბელარუსი/ბელარუსია, მოლდავეთი/მოლდოვა, თურქმენეთი/ თურქმენისტანი, ყაზახეთი/ყაზახსტანი. არასწორად იყენებენ სხვა გეოგრაფიული ერთეულის სახელებსაც, მაგ. გავრცელებულია მთიანი ყარაბახის გამოყენება, სწორი ვარიანტი კი მთიანი ყარაბაღია.
ბოლო წლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით რამდენიმე სახელმწიფოს სახელწოდებამ ცვლილება განიცადა.
სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაში ლიტვისათვის შემოიღეს მისი ავთენტიკური სახელწოდება ლიეტუვა და ძველ, დამკვიდრებულ სახელთან ერთად (ლიტვა) შესაძლებელია მისი ასახვა ოფიციალურ დოკუმენტებში.
სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალათ:
- ბელორუსია შეიცვალოს სახელწოდებით ბელარუსი.
- მოლდავეთი შეიცვალოს სახელწოდებით მოლდოვა.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია: პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოკლე სახელწოდება 1987 წელს გამოცემული ორთოგრაფიული ლექსიკონისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიხედვით; ქვეყნის სახელწოდება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული; ქვეყნის სახელწოდება ადგილობრივ და ინგლისურ ენებზე.

სტატია განახლდა 2024 წლის 20 მარტს.