დსთ ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეიქმნა. ხშირად ამბობენ, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნამ საბჭოთა რესპუბლიკების „მშვიდობიანი განქორწინება” უზრუნველყო. 1991 წლის 8 დეკემბერს „ვისკულის“ სამონადირეო სამთავრობო აგარაკზე, ბელოვეჟის ტევრში (ბელარუსში), რსფსრ-ს, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. მის საფუძველზე გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ადგილზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა. დსთ-ში დანარჩენი 12 საბჭოთა რესპუბლიკაც მიიწვიეს.
იხილეთ სტატია დსთ-ის შესახებ. სტატია 2023 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.