მთავარი » მოლდოვა » M15: მეგობრობის მაგისტრალი

M15: მეგობრობის მაგისტრალი

M15 ავტომაგისტრალის სიგრძე 295.2 კმ-ია. ის E87 საერთო-ევროპული ავტომაგისტრალის ნაწილია. მაგისტრალი უკრაინის ოდესის ოლქში მდებარეობს და ქალაქ ოდესას ქალაქ რენთან აკავშირებს. M15 ავტომაგისტრალის მცირე მონაკვეთი მოლდოვის უკიდურეს აღმოსავლეთში, შტეფან-ვოდას რაიონში მდებარე სოფ. პალანკაზე გადის. პალანკაში M15 ავტომაგისტრალის 7.7 კილომეტრიანი მონაკვეთი უკრაინის საკუთრებაშია. სანაცვლოდ კი მოლდოვამ მდინარე დუნაიზე მდებარე ჯურჯულეშტის პორტისთვის სანაპირო ზოლის მცირე მონაკვეთი მიიღო. ტერიტორიების გაცვლას წინ უძღოდა 1990-იან წლებში დაწყებული ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. პალანკაში საავტომობილო გზის საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პრობლემურად მიიჩნეოდა და დათმობას თითქოს არავინ აპირებდა.

იხილეთ სტატია M15 მაგისტრალის შესახებ. სტატია 2023 წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.


დატოვე კომენტარი