მთავარი » Articles posted by Mamuka Komakhia
Author Archives: Mamuka Komakhia
ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკა: ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ
„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკა: ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ”, განხილულია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთისა და თურქმენეთის, ენერგოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები. გამოცემის ელექტრონული ვერსია, ინგლისურ ენაზე, იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.
(more…)სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფანი: ძმები ნობელები, „საუკუნის კონტრაქტი“ და გაზი ევროპისთვის
„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფანი: ძმები ნობელები, „საუკუნის კონტრაქტი“ და გაზი ევროპისთვის“, განხილულია გლობალურ ენერგოპოლიტიკაში საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი და სამხრეთ კავკასიაში ენერგოპოლიტიკის განვითარების ისტორიული ეტაპები. ასევე აღწერილია ის დიდი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში კასპიის რესურსების მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის სახელმწიფოებს შორის გაჩაღდა. გამოცემის ელექტრონული ვერსია იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.
მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში
„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: ბრძოლა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის“ მოცემულია ინფორმაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მილსადენებზე, მილსადენის პროექტის განხორციელების ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტზე, შეფასებულია მილსადენის მარშრუტის წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. გამოცემის ელექტრონული ვერსია იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.
ლიეტუვა: მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების დაპირისპირების ახალი ველი
ლიეტუვის მცირერიცხოვან მართლმადიდებელ თემზე გავლენისთვის ბრძოლა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის მიმდინარე ისტორიული დაპირისპირების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. 2019 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მართლმადიდებელ სამყაროში დიდი რელიგიური განხეთქილების დაწყების მიზეზი გახდა.
იხილეთ სტატია ლიეტუვაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირების შესახებ. სტატია 2024 წლის 21 თებერვალს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
ესტონეთი: მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის
ესტონეთში ორი მართლმადიდებელი საეკლესიო სტრუქტურა ფუნქციონირებს: მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ემე) და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (ემსე). ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა თავს უფრო პირველ რელიგიურ სტრუქტურას მიაკუთვნებს, ესტონელები კი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
იხილეთ სტატია ესტონეთში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების შესახებ. სტატია 2024 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
ლატვია: სახელმწიფოს ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის
რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი, რამაც არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ლატვიაში, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი თემია.
იხილეთ სტატია ლატვიაში მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ. სტატია 2023 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისი: მივიწყებული ისტორია რომელმაც რუსეთი შეცვალა
1993 წლის შემოდგომაზე მოსკოვში განვითარებული მოვლენები მივიწყებული ამბავია, რომლის გახსენება რუსეთში არ სიამოვნებთ. ხელისუფლების ორ შტოს შორის დაპირისპირებამ, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო, არანაკლები გავლენა მოახდინა რუსეთის ისტორიულ განვითარებაზე, ვიდრე 1991 წლის აგვისტოს პუტჩმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბედი განსაზღვრა. საკონსტიტუციო კრიზისმა (საკონსტიტუციო კრიზისს ასევე მოიხსენიებენ: „შავი ოქტომბერი“, „ოქტომბრის პუტჩი“, „ელცინის 1993 წლის გადატრიალება“, „თეთრი სახლის დახვრეტა“ და სხვ.) არა მარტო 1990-იანი წლების ქაოსს შეუწყო ხელი, არამედ, „პუტინიზმისთვისაც“ მოამზადა საფუძველი.
(more…)„აგვისტოს პუტჩი“: როგორ ვერ გადაარჩინეს საბჭოთა კავშირი
1985 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერი მის წინამორბედებთან შედარებით ახალგაზრდა და ენერგიული მიხეილ გორბაჩოვი გახდა, რომელმაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ლიბერალური რეფორმები წამოიწყო. რეფორმატორთა გეგმით „გარდაქმნასა“ და „საჯაროობას“ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოეწვია.
(more…)მოლდოვის ორი ეკლესია: ბრძოლა გავლენისთვის
მოლდოვაში მოქმედებს ორი მართლმადიდებელი ეკლესია: მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია (მმე), რომელიც ავტონომიურია და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება, და ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) შემადგენლობაში შედის. ორივე ეკლესია თავს მოლდოვის ეროვნულ ეკლესიად წარმოაჩენს.
იხილეთ სტატია მოლდოვაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირების შესახებ. სტატია 2023 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
რუსული ომის ექო: რატომ ეშინიათ ყაზახეთში?
რუსეთთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ყაზახეთში რუსეთისგან განსხვავებული პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებასა და მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის განვითარებას ცდილობენ, რაც მოსკოვში ხშირად ანტირუსულ ნაბიჯად აღიქმება. უკრაინაში ომის პრელუდიამ ასტანას შეახსენა, რომ რუსეთის ავტორიტარი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში ისტორიული ფაქტებით მანიპულაცია არა მხოლოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის, არამედ შეიარაღებული აგრესიის საბაბადაც შეიძლება იქცეს.
იხილეთ სტატია თუ რა “იციან” რუსეთში ყაზახეთის ისტორიის შესახებ. სტატია 2023 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.