მთავარი » Articles posted by Mamuka Komakhia (გვერდი 2)

Author Archives: Mamuka Komakhia

M15: მეგობრობის მაგისტრალი

M15 ავტომაგისტრალის სიგრძე 295.2 კმ-ია. ის E87 საერთო-ევროპული ავტომაგისტრალის ნაწილია. მაგისტრალი უკრაინის ოდესის ოლქში მდებარეობს და ქალაქ ოდესას ქალაქ რენთან აკავშირებს. M15 ავტომაგისტრალის მცირე მონაკვეთი მოლდოვის უკიდურეს აღმოსავლეთში, შტეფან-ვოდას რაიონში მდებარე სოფ. პალანკაზე გადის. პალანკაში M15 ავტომაგისტრალის 7.7 კილომეტრიანი მონაკვეთი უკრაინის საკუთრებაშია. სანაცვლოდ კი მოლდოვამ მდინარე დუნაიზე მდებარე ჯურჯულეშტის პორტისთვის სანაპირო ზოლის მცირე მონაკვეთი მიიღო. ტერიტორიების გაცვლას წინ უძღოდა 1990-იან წლებში დაწყებული ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. პალანკაში საავტომობილო გზის საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პრობლემურად მიიჩნეოდა და დათმობას თითქოს არავინ აპირებდა.

იხილეთ სტატია M15 მაგისტრალის შესახებ. სტატია 2023 წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

დსთ: წარსულის აჩრდილები

დსთ ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეიქმნა. ხშირად ამბობენ, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნამ საბჭოთა რესპუბლიკების „მშვიდობიანი განქორწინება” უზრუნველყო. 1991 წლის 8 დეკემბერს „ვისკულის“ სამონადირეო სამთავრობო აგარაკზე, ბელოვეჟის ტევრში (ბელარუსში), რსფსრ-ს, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. მის საფუძველზე გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ადგილზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა. დსთ-ში დანარჩენი 12 საბჭოთა რესპუბლიკაც მიიწვიეს.

იხილეთ სტატია დსთ-ის შესახებ. სტატია 2023 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

კობასნა: სამხედრო და პოლიტიკური ნაღმი მოლდოვაში

ევროპაში იარაღისა და საბრძოლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. საცავის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა და მაშინ ის დნესტრისპირეთში რუსული მე-14-ე არმიის დარჩენის ერთ-ერთ მთავარ საბაბად იქცა.

იხილეთ სტატია კობასნას საცავის შესახებ. სტატია 2023 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

კინო და პოლიტიკა საბჭოთა კავშირში

ავტორი: ნიკა ხომერიკი

საბჭოთა ხელისუფლების ხელში კინო იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროპაგანდისტურ ინსტრუმენტად, ხოლო რადგანაც ბოლშევიკები საკუთარ თავს პროპაგანდისტებად მიიჩნევდნენ (ხშირ შემთხვევაში, რევოლუციების წამყვან ფაქტორებადაც წარმოაჩენდნენ მას), გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხელოვნების ეს დარგი მათთვის. ლენინმა ბოლტიანსკისთან საუბარში ხაზი გაუსვა კიდეც იმას, რომ ხელოვნების ყველა დარგს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის და მისი მომხრეებისთვის არის კინო (Boltyanskiy, 1925).

(more…)

რუსული (Think) ტანკები: გრანდ ნარატივები

ავტორი: ნიკა ხომერიკი

რუსული „Think Tank“-ების კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საყოველთაო ნარატივების შექმნა, მათი არგუმენტირება, ადვოკატირება,  ნარატივების შემდეგი გაფართოება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებისთვის ამ ნარატივების მორგება. მოცემული ნარატივები სწორედ იმის გამოა საყოველთაო, რომ ისინი ხსნის ან/და ამართლებს არა ერთ კონკრეტულ მოვლენას, არამედ რუსეთის ფედერაციის მთელ პოლიტიკას.

(more…)

რუსული „Think Tank“-ების მოკლე მიმოხილვა

ავტორი: ნიკა ხომერიკი

„Think Tank“-ებს უწოდებენ ანალიტიკურ ცენტრებს, კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ, საუბრობენ და წერენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სოციალურ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ სტრატეგიაზე, ეკონომიკაზე, სამხედრო საქმეზე, ტექნოლოგიასა თუ კულტურაზე. დასავლეთის სახელმწიფოებში მოქმედი ანალიტიკური ცენტრებიდან ბევრი ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი.

(more…)

2021 წლის მთავარი მოვლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

2021 მძიმე წელი იყო მსოფლიოსთვის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი წელი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რამაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, როდესაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ხელის აღება მოსთხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო თამაშები შემდეგი წლისთვისაც აქტუალური იქნება. არაერთი არჩევნები ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყნებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დაპირისპირება მცირე მასშტაბებით წელსაც გაგრძელდა, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმაც გამოიყენეს.  

(more…)

ომი და არჩევნები: 2020 პოსტსაბჭოთა სივრცეში

2020 წელს კორონავირუსის პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები 2021 წელს არაერთი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკას შეცვლის. ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში არჩევნებს არ ჩაუვლია რუსეთის აქტიური  მონაწილეობის გარეშეც. თუმცა, წლის მთავარ მოვლენად უდავოდ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი იქცა.

იხილეთ სტატია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2020 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სტატია 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.

კასპიის ზღვის სტატუსი და მისი გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე

კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.

(more…)

რუსეთის სამხედრო ძალების როლი დონბასის ჰიბრიდულ ომში

2013-2014 ევრომაიდანის კრიზისმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთში წამოწყებული ომით გაგრძელდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2014 წლის მარტის ყირიმის მოვლენები მოიცავდა სამხედრო მოქმედების აქამდე უცნობ სახეს, სადაც საინფორმაციო პროპაგანდა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.

(more…)