მთავარი » Articles posted by Mamuka Komakhia (გვერდი 5)
Author Archives: Mamuka Komakhia
სომხეთ-აზერბაიჯანის „ოთხდღიანი ომი“: შედეგების მოკლე მიმოხილვა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1988 წელს დაწყებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. შემდგომ წლებში, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაპირისპირება არ შეწყვეტილა, თუმცა, ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება 2016 წლის 2-5 აპრილს გაიმართა. ოთხდღიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სრულმასშტაბიანი ომისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავდა, ისტორიაში „ოთხდღიანი ომის“ სახელით შევიდა. „ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანმა სომხების მიერ ოკუპირებული მიწების მცირე ნაწილი დაიბრუნა, რაც სომხეთის მიერ სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელო დანაკარგად შეფასდა.
(more…)
როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი: ძირითადი მოვლენები
2016 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერიდან 25 წელი გავიდა. ბელოვეჟის შეთანხმებამ საბჭოთა კავშირის დაშლას დაუდო სათავე. 1991 წლის 26 დეკემბერს კი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა, რასაც 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლა სოციალურ–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია. ქვემოთ იმ ზოგიერთ მნიშვნელოვან თარიღს/მოვლენას შეგახსენებთ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.
შავქათ მირზიაევი: უზბეკეთის ახალი პრეზიდენტი
2016 წლის 4 დეკემბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შავქათ მირზიაევმა ამომრჩევლების ხმების 88.61% მიიღო. დამოუკიდებელი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ მირზიაევი მიიჩნეოდა. მირზიაევი ისლამ კარიმოვისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა და ითვლება, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, იგი კარიმოვის ოჯახის აქტივების დაცვის საუკეთესო გარანტორი იქნება.
„პოსტსაბჭოთა სივრცე“ VS „ახლო საზღვარგარეთი“
1991 წელს სსრკ–ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიების აღსანიშნად პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეები სხვადასხვა ტერმინებს იყენებენ: „პოსტსაბჭოთა“ [post-Soviet], პოსტსოციალისტური“ [post-Socialist], „პოსტიმპერიული“ [post-imperial], „პოსტკოლონიური“ [post-colonial], „ახლო საზღვარგარეთი“ [near abroad], ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები [former Soviet republics], „დსთ–ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრი ქვეყნები“, „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები“ [the New Independent States] და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა ორმა ტერმინმა: „პოსტსაბჭოთა სივრცე“ და „ახლო საზღვარგარეთი“, მოიპოვა. ტერმინებს შორის მრავალწლიანი „ბრძოლა“კი, „პოსტსაბჭოთა სივრცის“ „გამარჯვებით“ დასრულდა.
აზერბაიჯანი: ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები
1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. აზერბაიჯანი ენერგო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე გაზრდილი სამხედრო ხარჯებით ცდილობს სომხეთთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, სომხეთი კი, თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობით ცდილობს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებას.
ჩერნობილის კატასტროფა
1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ–ში, საბჭოთა კავშირში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე, 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას. 2016 წელს ამ მოვლენიდან 30 წელი გავიდა.
ისლამ კარიმოვის ეპოქის დასასრული: ვინ იქნება უზბეკეთის მეორე პრეზიდენტი
უზბეკეთის მთავრობის განცხადებით, 2016 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი. კარიმოვის გარდაცვალებით დამოუკიდებელი უზბეკეთის ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. თუ ვინ იქნება კარიმოვის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტი, ქვეყნის გავლენიან ჯგუფებსა და კლანებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)
ტაჯიკეთი: პრეზიდენტი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება
ტაჯიკეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკონსტიტუციო და საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სავარაუდოდ, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ შვილებისა და ოჯახის ახლო ნათესავების დაწინაურება, ცენტრალურ აზიაში გავრცელებული ტრადიციაა, რაჰმონის მრავალსულიანი ოჯახის წევრების კარიერული წინსვლა და წარმატებები ბიზნესში, ტაჯიკეთში კორუფციისა და ნეპოტიზმის განსაკუთრებით დიდ მასშტაბებზე მიუთითებს.
რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.