მთავარი » Posts tagged 'დინმუხამედ კუნაევი'
Tag Archives: დინმუხამედ კუნაევი
ყაზახეთი: ჯუზების პოლიტიკა
ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონში დამკვიდრებული კლანური სისტემა. ამ მხრივ, გარკვეული თავისებურებით ხასიათდება ყაზახეთი, სადაც საზოგადოება, ტრადიციულად, სამ ჯუზად ან ურდოდ იყოფა: უფროსი, შუათანა და უმცროსი. თავის მხრივ, თითოეული ჯუზი იყოფა ტომებად (43), ტომები კი, უფრო პატარა კლანებად. არსებული ტრადიციის თანახმად, თითოეულმა ყაზახმა საკუთარი გენეოლოგია 40 თაობის ჩათვლით უნდა იცოდეს.