მთავარი » Posts tagged 'მოლდოვა'
Tag Archives: მოლდოვა
მოლდოვის ორი ეკლესია: ბრძოლა გავლენისთვის
მოლდოვაში მოქმედებს ორი მართლმადიდებელი ეკლესია: მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია (მმე), რომელიც ავტონომიურია და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება, და ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) შემადგენლობაში შედის. ორივე ეკლესია თავს მოლდოვის ეროვნულ ეკლესიად წარმოაჩენს.
იხილეთ სტატია მოლდოვაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირების შესახებ. სტატია 2023 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა civil.ge-ზე. სტატიის სანახავად გადადით ბმულზე.
მოლდოვა: დნესტრისპირეთის კონფლიქტი (მოკლე მიმოხილვა)
მოლდოვას სეპარატიზმი მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან აწუხებს და იგი, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, საბჭოთა კავშირის დაშლიდან იღებს სათავეს. თუმცა, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს ფესვები უფრო ღრმა ისტორიულ წარსულში აქვს. იგი სათავეს ცარისტული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული დაპყრობითი ომების პერიოდში იღებს და საბჭოთა წლებში საბოლოო სახეს ღებულობს ის ეთნიკურ-კულტურული და პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც, საბოლოოდ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ომის საბაბი გახდა.