მთავარი » Posts tagged 'პრეზიდენტის ადმინისტრაცია'
Tag Archives: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი კრემლში
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის სახელი ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ 2014 წლის თებერვალში კიევის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედ სნაიპერთა ჯგუფების ხელმძღვანელობაში, სწორედ, სურკოვი დაადანაშაულა. სურკოვი რუსული პოლიტიკის „რუხი კარდინალია“, რომლის გავლენაც 2012 წლისთვის მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა, 2013 წლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა კრემლს, როგორც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი. მისი დანიშვნით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ელიტა მოსკოვთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებას იმედოვნებს.
რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთნენ კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ამ ეტაპზე, აღნიშნული უწყებები უფრო მეტად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აქტიურობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოზე დაკარგული გავლენის აღდგენა, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კი, არსებული გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნულ სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის აღმასრულებული ხელისუფლების ორ ყველაზე აქტიურ სტრუქტურაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ვისაუბრებთ.