მთავარი » Posts tagged 'რუსეთი' (გვერდი 2)

Tag Archives: რუსეთი

ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა.  (more…)

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: რეგიონული პრიორიტეტები

2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი  რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. (more…)

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“

აზერბაიჯანული ნავთობის პირველი ექსპორტი XIX საუკუნეში განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება დაიწყო. (more…)

საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“

ბოლო პერიოდში უკრაინასა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მთავარი მონაწილე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვია. არსებული კვლევების, ჰაკერული გზით მოპოვებული სურკოვის მიმოწერის, სურკოვის ვიზიტების, განცხადებებისა და შეხვედრის ფოტოების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მაღალი ალბათობით განვაცხადოთ, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სურკოვი და მისი გუნდი წარმართავს. (more…)

პუტინის რუსეთი: ბრძოლა საწამლავით

საწამლავს ქვეყნის მმართველების, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურებისა თუ ზოგადად არასასურველი პირების მოსაშორებლად უძველესი პერიოდიდან იყენებენ. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მკვლელობას მოწამლული სიგარის ან შოკოლადის საშუალებითაც გეგმავდნენ. სხვადასხვა სახის საწამლავს დღემდე აქტიურად იყენებენ რუსული სპეცსამსახურები. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არაერთი პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი გაურკვეველ ვითარებაში, მათ შორის, სავარაუდოდ, სხვადასხვა საწამლავის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. პუტინის უშიშროების სამსახურებმა ბრძოლის მეთოდები საბჭოთა წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, რომლებიც პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ საწამლავის გამოყენებას მეცნიერულადაც კი სწავლობდნენ.

(more…)

„პოსტსაბჭოთა სივრცე“ VS „ახლო საზღვარგარეთი“

1991 წელს სსრკ–ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიების აღსანიშნად პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეები სხვადასხვა ტერმინებს იყენებენ:  „პოსტსაბჭოთა“ [post-Soviet], პოსტსოციალისტური“ [post-Socialist], „პოსტიმპერიული“ [post-imperial], „პოსტკოლონიური“ [post-colonial], „ახლო საზღვარგარეთი“ [near abroad], ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები [former Soviet republics], „დსთ–ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრი ქვეყნები“, „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები“ [the New Independent States] და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა ორმა ტერმინმა: „პოსტსაბჭოთა სივრცე“ და „ახლო საზღვარგარეთი“, მოიპოვა. ტერმინებს შორის მრავალწლიანი „ბრძოლა“კი, „პოსტსაბჭოთა სივრცის“ „გამარჯვებით“ დასრულდა.

(more…)

აზერბაიჯანი: ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები

1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. აზერბაიჯანი ენერგო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე გაზრდილი სამხედრო ხარჯებით ცდილობს სომხეთთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, სომხეთი კი, თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობით ცდილობს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებას.

(more…)

„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)

რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.

(more…)

მოლდოვა: დნესტრისპირეთის კონფლიქტი (მოკლე მიმოხილვა)

მოლდოვას სეპარატიზმი მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან აწუხებს და იგი, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, საბჭოთა კავშირის დაშლიდან იღებს სათავეს. თუმცა, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს ფესვები უფრო ღრმა ისტორიულ წარსულში აქვს. იგი სათავეს ცარისტული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული დაპყრობითი ომების პერიოდში იღებს და საბჭოთა წლებში საბოლოო სახეს ღებულობს ის ეთნიკურ-კულტურული და პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც, საბოლოოდ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ომის საბაბი გახდა.

(more…)