მთავარი » Posts tagged 'საგარეო საქმეთა სამინისტრო'
Tag Archives: საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთნენ კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ამ ეტაპზე, აღნიშნული უწყებები უფრო მეტად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აქტიურობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოზე დაკარგული გავლენის აღდგენა, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კი, არსებული გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნულ სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის აღმასრულებული ხელისუფლების ორ ყველაზე აქტიურ სტრუქტურაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ვისაუბრებთ.