მთავარი » რუსეთი (გვერდი 2)
Category Archives: რუსეთი
„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)
რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.
ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი კრემლში
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის სახელი ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ 2014 წლის თებერვალში კიევის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედ სნაიპერთა ჯგუფების ხელმძღვანელობაში, სწორედ, სურკოვი დაადანაშაულა. სურკოვი რუსული პოლიტიკის „რუხი კარდინალია“, რომლის გავლენაც 2012 წლისთვის მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა, 2013 წლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა კრემლს, როგორც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი. მისი დანიშვნით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ელიტა მოსკოვთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებას იმედოვნებს.
„ევროპის“ ანტიქართული პროპაგანდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავისი მმართველობის პირველ პერიოდში (2000-2008), პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა/გაძლიერებას „რბილი ძალის“ გამოყენებით იმედოვნებდა. დასახული მიზნის მისაღწევად 2005 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო შეიქმნა. სამმართველოს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული საქმიანობის გამო, „კონტრრევოლუციურ სამმართველოდაც“ მოიხსენიებდნენ. სამმართველოს ხელმძღვანელად მოდესტ კოლეროვი დაინიშნა.
რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთნენ კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ამ ეტაპზე, აღნიშნული უწყებები უფრო მეტად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აქტიურობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოზე დაკარგული გავლენის აღდგენა, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კი, არსებული გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნულ სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის აღმასრულებული ხელისუფლების ორ ყველაზე აქტიურ სტრუქტურაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ვისაუბრებთ.