მთავარი » Posts tagged 'საქართველო'

Tag Archives: საქართველო

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: რეგიონული პრიორიტეტები

2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი  რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. (more…)

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“

აზერბაიჯანული ნავთობის პირველი ექსპორტი XIX საუკუნეში განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება დაიწყო. (more…)

საბჭოთა საქართველოს ლიდერები

საბჭოთა საქართველოს  ფორმალურ მმართველად საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველი მდივანი ითვლებოდა, თუმცა რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კრემლში იღებდნენ. პირველი მდივნის კანდიდატურასაც კრემლში არჩევდნენ. საბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე 18 პირველი მდივანი ჰყავდა. (more…)

საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“

ბოლო პერიოდში უკრაინასა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მთავარი მონაწილე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვია. არსებული კვლევების, ჰაკერული გზით მოპოვებული სურკოვის მიმოწერის, სურკოვის ვიზიტების, განცხადებებისა და შეხვედრის ფოტოების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მაღალი ალბათობით განვაცხადოთ, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სურკოვი და მისი გუნდი წარმართავს. (more…)

„პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს. (more…)

რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.

(more…)

სომხების გენოციდი: მოკლე მიმოხილვა

2015 წელს სომხეთში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობების 100 წლისთავი აღნიშნეს. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოვლენებს გენოციდად მოიხსენიებს. ბოლო წლებში სომხების გენოციდის აღიარების საკითხი აქტუალური გახდა საქართველოშიც. აღნიშნულ სტატიაში, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები და წამყვანი ქვეყნების პოზიციებია განხილული.

(more…)

„ევროპის“ ანტიქართული პროპაგანდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავისი მმართველობის პირველ პერიოდში (2000-2008), პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა/გაძლიერებას „რბილი ძალის“ გამოყენებით იმედოვნებდა. დასახული მიზნის მისაღწევად 2005 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო შეიქმნა. სამმართველოს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული საქმიანობის გამო, „კონტრრევოლუციურ სამმართველოდაც“ მოიხსენიებდნენ. სამმართველოს ხელმძღვანელად მოდესტ კოლეროვი დაინიშნა.

(more…)

რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთნენ კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ამ ეტაპზე, აღნიშნული უწყებები უფრო მეტად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აქტიურობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოზე დაკარგული გავლენის აღდგენა, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კი, არსებული გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნულ სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის აღმასრულებული ხელისუფლების ორ ყველაზე აქტიურ სტრუქტურაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ვისაუბრებთ.

(more…)