მთავარი » Posts tagged 'ცენტრალური აზია' (გვერდი 2)
Tag Archives: ცენტრალური აზია
მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი I)
საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის რესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ იმ ძირითად მილსადენებს განვიხილავთ, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში კი, ცენტრალური აზიის მილსადენებს განვიხილავთ.
უზბეკური კლანები: ბრძოლა ისლამ კარიმოვის მემკვიდრეობისათვის
2015 წლის 29 მარტს უზბეკეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში, 1989 წლიდან უზბეკეთის უცვლელმა ლიდერმა, ისლამ კარიმოვმა გაიმარჯვა (ბოლოს კარიმოვმა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა). მან, ტრადიციულად, ხმების უმრავლესობა – 90% მიიღო. თუმცა, კარიმოვის მორიგი „წარმატების“ მიუხედავად, მისი არჩევა მრავალ კითხვას აჩენს მისი მემკვიდრის შესახებ, მაშინ როდესაც პრეზიდენტს 30 იანვარს 77 წელი შეუსრულდა და ინფორმაცია მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. უზბეკური ოპოზიციური მედია პერიოდულად იტყობინება კარიმოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მაშინ როდესაც ოფიციალურად მსგავსი ფაქტების დადასტურება არ ხდება.
ცენტრალური აზია: კლანური მმართველობის თავისებურებები
ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ყველაზე დიდი ძალაუფლება პრეზიდენტს და მის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნის. პრეზიდენტის გარემოცვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გავლენიან ჯგუფებთან შეთანხმებით იღებს. ეს ჯგუფები მედიაში, ხშირად, კლანების სახელით მოიხსენიება. აღნიშნულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ცენტრალურ აზიაში კლანების ფორმირების თავისებურებებს.