მთავარი » ენერგეტიკა

Category Archives: ენერგეტიკა

ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკა: ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ

„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკა: ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ”,  განხილულია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთისა და თურქმენეთის, ენერგოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები. გამოცემის ელექტრონული ვერსია, ინგლისურ ენაზე, იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.

(more…)

სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფანი: ძმები ნობელები, „საუკუნის კონტრაქტი“ და გაზი ევროპისთვის

„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფანი: ძმები ნობელები, „საუკუნის კონტრაქტი“ და გაზი ევროპისთვის“, განხილულია გლობალურ ენერგოპოლიტიკაში საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი და სამხრეთ კავკასიაში ენერგოპოლიტიკის განვითარების ისტორიული ეტაპები. ასევე აღწერილია ის დიდი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში კასპიის რესურსების მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის სახელმწიფოებს შორის გაჩაღდა. გამოცემის ელექტრონული ვერსია იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.

მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში

„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში: ბრძოლა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის“ მოცემულია ინფორმაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მილსადენებზე, მილსადენის პროექტის განხორციელების ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტზე, შეფასებულია მილსადენის მარშრუტის წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. გამოცემის ელექტრონული ვერსია იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.

კასპიის ზღვის სტატუსი და მისი გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე

კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.

(more…)

ცენტრალური აზიის მილსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გამოწვევები

საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონის გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეს უკვე არა მარტო რუსეთში, არამედ ირანსა და ჩინეთშიც ხორციელდება. თუმცა, ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირებაა. (more…)

ენერგორესურსების მარაგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა კავშირი ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო იყო, რომლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფდა. საბჭოთა პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკების ენერგორესურსებს ცენტრალიზებულად განკარგავდა მოსკოვი, რომელსაც ენერგორესურსების მოპოვებას, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაზე სრული მონოპოლია ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებს საკუთარი ენერგორესურსების განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ, რომლის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტირება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა.  (more…)

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“

აზერბაიჯანული ნავთობის პირველი ექსპორტი XIX საუკუნეში განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება დაიწყო. (more…)

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი II)

საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის  ენერგორესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ის ძირითადი მილსადენებია განხილული, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში, ცენტრალური აზიის ძირითადი საექსპორტო მილსადენებია განხილული.

(more…)

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი I)

საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის  რესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ იმ ძირითად მილსადენებს განვიხილავთ, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში  კი, ცენტრალური აზიის მილსადენებს განვიხილავთ.

(more…)